შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



ქუთაისის თვითმმართველობაში ახალი სამსახური შეიქმნება, რომელიც ბავშვთა უფლებათა კოდექსის შესაბამისად, საქართველოს კანონშია გაწერილი
19.01.2020
უკან დაბრუნება
ქუთაისის თვითმმართველობაში ახალი სამსახური შეიქმნება, რომელიც ბავშვთა უფლებათა კოდექსის შესაბამისად, საქართველოს კანონშია გაწერილი. ბავშვთა უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის მუნიციპალური სამსახურის განსაზღვრის შესახებ საკრებულოს იურიდიულ საკითხთა კომისიაზე იმსჯელეს. საკრებულოს კომისიის თავმჯდომარის ვლასი გარდაფხაძის განმარტებით, სამსახური ან განყოფილება მარტში უნდა ამოქმედდეს და ბავშვთა უფლებების დაცვის მიმართულებით უნდა იმუშავოს. საკრებულოს კომისიამ ასევე იმსჯელა 2020 წლის სამოქმედო გეგმასა და ააიპ „სპეციალური სერვისების“ მიერ გაწეულ სამუშაოებზე.