შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



ლეიბორისტული პარტიის ქუთაისის ახალგაზრდული ფრთა სტუდენტებისთვის სატრანსპორტო მომსახურებაზე შეღავათების დაწესების ითხოვს
17.01.2020
უკან დაბრუნება
ლეიბორისტული პარტიის ქუთაისის ახალგაზრდული ფრთა სტუდენტებისთვის სატრანსპორტო მომსახურებაზე შეღავათების დაწესების ითხოვს. მათ სტუდენთებთან ერთად ბრიფინგი გამართეს და თვითმმართველობას ჯერ კიდევ ოქტომბერში გაჟღერებული მოთხოვნები შეახსენეს. მათი თქმით, მერიამ წერილობით აცნობა, რომ სტუდენტების მოთხოვნებს ახალი სატრანსპორტო კომპანიის შექმნის შემდეგ განიხილავენ. მერიის პასუხი სტუდენტებისთვის მიუღებელია და აცხადებენ, რომ ქალაქის ხელმძღვანელობა დროის გაყვანას ცდილობს. მერიაში განმარტავენ, რომ სატრანსპორტო კომპანია ახალი შექმნილია და ტარიფებთან დაკავშირებით მიმდინარეობს მუშაობა. რის შემდეგაც გაირკვევა რომელ სოციალურ ჯგუფს რა შეღავათი დაუწესდება.