შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



ა(ა)იპ „სპეციალურმა სერვისებმა“ საკრებულოს კომისიის სხდომაზე 2019 წლის ანგარიში წარადგინა
17.01.2020
უკან დაბრუნება
ა(ა)იპ „სპეციალურმა სერვისებმა“ საკრებულოს კომისიის სხდომაზე 2019 წლის ანგარიში წარადგინა. აღსანიშნავია, რომ ქუთაისში სპეციალური სერვისები ერთ-ერთი, მრავალპროფილური მუნიციპალური ა(ა)იპია და ის მოიცავს: ქალაქის ტერიტორიის დასუფთავებას, გამწვანებას, დერატიზაცია-დეზინფექციას, სანიაღვრეების სისტემის ექსპლოატაციას და უმეთვალყურეო ცხოველებზე მზრუნველობას. გიორგი მჟავანაძის განმარტებით, წინა წლებთან შედარებით, ტრანსპორტის ექსპლოატაციის კუთხით ხარჯები მომატებულია, რადგან დასუფთავების მანქანები ქალაქის ტერიტორიებზე ყოველდღიურად დღეში რამდენჯერმე გადაადგილდებიან და მათი შენახვა დიდ ხარჯებთან არის დაკავშირებული.