შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



ქუთაისში მდებარე პარლამენტის ყოფილ შენობაში დასავლეთ საქართველოს საპოლიციო ჰაბი, შესაძლოა, აღარ განთავსდეს
15.01.2020
უკან დაბრუნება
ქუთაისში მდებარე პარლამენტის ყოფილ შენობაში დასავლეთ საქართველოს საპოლიციო ჰაბი, შესაძლოა, აღარ განთავსდეს. პარლამენტის ყოფილი შენობა შინაგან საქმეთა სამინისტროს აღარ გადაეცემა და ის ეკონომიკის სამინისტროს ბალანსზე გადავიდა, რაც უწყებაში დაადასტურეს. შეგახსენებთ, გასული წლის იანვრიდან საქართველოს პარლამენტი ქუთაისიდან თბილისში დაბრუნდა. ქუთაისში მდებარე პარლამენტის ყოფილი შენობის მშენებლობა 340 მილიონ ლარზე მეტი დაჯდა, ამ დროისთვის კი შენობა დაკონსერვებულია.პარლამენტის შენობის ეკონომიკის სამინისტროსთვის გადაცემას ოპოზიცია აფასებს.