შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



ქუთაისის „ტორპედოში“ ფინანსური პრობლემები 2019 წლის გაზაფხულიდან დაიწყო
13.01.2020
უკან დაბრუნება
ქუთაისის „ტორპედოში“ ფინანსური პრობლემები 2019 წლის გაზაფხულიდან დაიწყო. ზაალ ჩაჩავას მმართველობისას საფეხბურთო კლუბს ვალად მილიონ ნახევარი დაედო, ყოფილი მმართველის სასამართლო დავა ჯერ კიდევ განხილვის პროცესშია. „ტორპედოს“ მოედანი ცარიელი და მოუვლელია, ფეხბურთელების 95%-ი კი წასული. აღსანიშნავია, რომ კლუბის აღსადგენად სხვა და სხვა ინვესტორთან არაერთი მოლაპარაკება გაინართა, თუმცა უშედეგოდ, ახლა კი იმედი 10 იანვარს გაჩნდა, როცა იტალიელი ინვესტორი ქუთაისის მერს, გიორგი ჭიღვარიას და იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულს, ზვიად შალამბერიძეს შეხვდა .შეხვედრა რამდენიმე საათს გაგრძელდა. "ტორპედოს" პრესსამსახურის უფროსის ედო ბადალაშვილის თქმით, ოფიციალური ხელშეკრულება 14 იანვარს უნდა შედგეს, რის შემდეგაც ქუთაისის „ტორპედო“ ოფიციალურად იტალიელთა საკუთრებაში გადავა და ამ მცდელობაზე დიდი ალბათობით „ტორპედო“ აღდგება.