შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



ქუთაისის “ტორპედო” კვლავ ახალი ინვესტორის მოლოდინშია
11.01.2020
უკან დაბრუნება
ქუთაისის “ტორპედო” კვლავ ახალი ინვესტორის მოლოდინშია. ამ დრომდე ისევ არ არის გარკვეული, ვინ ჩაიბარებს გუნდს და რა ეტაპზეა მოლაპარაკებების პროცესი. როგორც ადგილობრივ ხელისუფლებაში ირწმუნებიან, ტორპედოთი იტალიელი ინვესტორები არიან დაინტერესებულნი და უახლოეს დღეებში მათთან პირისპირ მოლაპარაკება შედგება. გაჭიანურებული ფინანსური პრობლემების გამო კი გუნდი მთავარი მოთამაშეების გარეშეა დარჩენილი.