შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



ქუთაისის N2 სასჯელაღსრულების ციხეში პატიმარი სამი თვეა შიმშილობს
11.01.2020
უკან დაბრუნება
ქუთაისის N2 სასჯელაღსრულების ციხეში პატიმარი სამი თვეა შიმშილობს, რომელსაც გამოძიება ნარკოტიკების უკანონოდ შეძენა შენახვისთვის ედავება . ადვოკატის ინფორმაციით, პატიმარი თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს და აცხადებს, რომ დაკავების დროს მას პოლიციელებმა ნარკოტიკი ჩაუდეს. კობა ომანაძე დაკავების პირველი დღეებიდან შიმშილობს და შინაგან საქმეთა სამინისტროს მაღალჩინოსნებთან შეხვედრას ითხოვს. მან ციხეში პირიც ამოიკერა. ბრალდებული ციხის მედ-პერსონალის დისტანციური მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება. დაკავებულის უფლებამოსილი ადვოკატის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ პატიმრის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა , მისი მდგომარეობით ამ დრომდე არავინ დაინტერესებულა.