შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



გიორგი ჭიღვარია სოციალურ მუშაკებს შეხვდა და მადლობის სიგელებთან ერთად ფულადი საჩუქრები გადასცა
08.01.2020
უკან დაბრუნება
ქუთაისის მერი გიორგი ჭიღვარია მოადგილეებთან და საკრებულოს ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარესთან ერთად სოციალურ მუშაკებს შეხვდა და მადლობის სიგელებთან ერთად ფულადი საჩუქრები გადასცა. ქალაქის მერმა სოცმუშაკებს მადლობა გადაუხადა მთელი წლის განმავლობაში გაწეული სამსახურისთვის. ქუთაისის მერიამ 2019 წლიდან ახალი საპილოტე პროგრამის განხორციელება დაიწყო, რომელიც კრიზისში მყოფი ოჯახების დახმარებას ისახავს მიზნად. პროგრამის ფარგლებში, ადგილობრივი თვითმმართველობისა და სოციალური სააგენტოს თანამშრომლების მიერ, რამდენიმე ათეულ ოჯახს გაეწია დახმარება. ქუთაისის მერია აქტიურად თანამშრომლობს სოციალური მომსახურების სააგენტოსთან.