შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით, 7 იანვარს შობის სადღესასწაულო მსვლელობა ,,ალილო“ მოეწყობა
06.01.2020
უკან დაბრუნება
ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით, 7 იანვარს შობის სადღესასწაულო მსვლელობა ,,ალილო“ მოეწყობა. ღონისძიებაში ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები, სასულიერო პირები და საბავშვო ანსამბლები ჩაერთვებიან. მსვლელობა ქალაქის მთავარ სახელისუფლებო ორგანოსთან დღის 12 საათზე დაიწყება. შეგროვებული ნობათი დღის ცენტრის ბენეფიციარებს გადაეცემათ. აღნიშნული ღონისძიება ტრადიციულ ხასიათს ატარებს და ყოველწლიურად იმართება.