შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



ზვიად შალამბერიძემ 2019 წელს იმერეთის რეგიონებისთვის ნაყოფიერი უწოდა
04.01.2020
უკან დაბრუნება
,,ჩვენ ბევრი რამ ვისწავლეთ და ეს გამოცდილება მომდევნო წელს უფრო ნაყოფიერი მუშაობის საშუალებას მოგვცემს“- ეს განცხადება იმერეთის გუბერნატორმა დღის ამბებთან გასული წლის შეფასებისას გააკეთა. ზვიად შალამბერიძემ 2019 წელს იმერეთის რეგიონებისთვის ნაყოფიერი უწოდა და განაცხადა, რომ დაგეგმილი ინფრასტრუქრტურული სამუშაოების 90 %-ზე მეტი უკვე შესრულდა. გუბერნატორმა იმერეთის რეგიონების ხელმძღვანელების მუშაობა დადებითად შეაფასა და რეგიონული განვითარების სამინისტროს მხარდაჭერაზე გაამახვილა ყურადღება.