შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



ხუთდღიანი ჩაკეტვის შემდეგ საჩხერეში პერევი-ქარძმანის ე.წ. გამშვები პუნქტი გაიხსნა
03.01.2020
უკან დაბრუნება
ხუთდღიანი ჩაკეტვის შემდეგ საჩხერეში პერევი-ქარძმანის ე.წ. გამშვები პუნქტი გაიხსნა. ადგილობრივ მოსახლეობას ოკუპირებული ნაწილიდან საქართველოს ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიებზე გადმოსვლა უკვე შეუძლიათ. მოქალაქეების თქმით, რამდენიმე დღიან იზოლაციას განსაკუთრებული პრობლემები არ შეუქმნია. შეგახსენებთ, მარიონეტულმა რეჟიმმა დღესასწაულის გამო 30 დეკემბერს ერთადერთი გამშვები პუნქტი დაკეტა.