შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციაში სახელმწიფო რწმუნებულთან არსებული სამხარეო საკონსულტაციო საბჭოს სხდომა გაიმართა
28.12.2019
უკან დაბრუნება
იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციაში სახელმწიფო რწმუნებულთან არსებული სამხარეო საკონსულტაციო საბჭოს სხდომა გაიმართა. შეხვედრას იმერეთში,სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძე ხელმძღვანელობდა.სხდომას ადგილობრივი თვითმართველობის წარმომადგენლებთან ერთად რეგიონის მუნიციპალიტეტების მერები და საკრებულოს თავმჯდომარეები დაესწრნენ. შეხვედრა ევროკავშირის პროგრამის „მერები ეკონომიკური ზრდისათვის“ მიმდინარე წლის შედეგების შეჯამებითა და 2020 წლისათვის დასახული გეგმების გაცნობით დაიწყო. ადგილზე მხარეებმა პროგრამის მუნიციპალიტეტების მიერ 2018-2020 წლების ინფრასტრუქტურული პროექტების სამოქმედო გეგმაში შესატან ცვლილებებზეც იმსჯელეს.