შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



პარტია "თავისუფალი საქართველოს" თანათავმჯდომარე გოგი წულაია ქუთაისის მერიის თანამშრომლებზე პრემია-დანამატების გაცემას აპროტესტებს
27.12.2019
უკან დაბრუნება
პარტია "თავისუფალი საქართველოს" თანათავმჯდომარე გოგი წულაია ქუთაისის მერიის თანამშრომლებზე პრემია-დანამატების გაცემას აპროტესტებს.მისი თქმით ისინი 300 000 ლარამდე დანამატს არაფრის კეთებაში იღებენ. წულაიამ პროტესტის გამოსახატად ამჯერად ყოფილი მხატვრის სახლი შეარჩია , სადაც დევნილები და თვითნებურად შესახლებული პირები უკიდურეს გაჭირვებაში ცხოვრობენ. პარტია "თავისუფალი საქართველოს" თანათავმჯდომარე ამბობს,რომ როდესაც ქუთაისში ადამიანებს მსგავს პირობებში არსებობა უწევთ, ადგილობრივი მერიის თანამშრომლები ამ რაოდენობის პრემიებს არ უნდა იწერდნენ.აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ადგილობრივი თვითმმართველობა კომენტარს არ აკეთებს.