შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



ქუთაისში „60 + კლუბი ჯანსაღი და აქტიური ცხოვრებისთვის“ დაარსდა
20.12.2019
უკან დაბრუნება
გაეროს მოსახლეობის ფონდის საქართველოს ოფისის, ქუთაისის მერიის და ქუთაისის ახალგაზრდული ცენტრის თანამშრომლობით, ქუთაისში „60 + კლუბი ჯანსაღი და აქტიური ცხოვრებისთვის“ დაარსდა. კლუბის პირველი ღონისძიება, სახელწოდებით „ბებოს გემო“ დღეს გაიმართა. ღონისძიების მთავარ მიზანს ჯანსაღი კვების და ცხოვრების წესის პოპულარიზება, ასევე, თაობათა შორის დიალოგის ხელშეწყობა წარმოადგენს. კულინარიულ კონკურსში ერთმანეთს „60+ კლუბის“ სამი წევრი და 12 წლამდე ასაკის მოსწავლეები შეეჯიბრნენ.