შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



ქუთაისში საბრძოლო დიდების მემორიალის დემონტაჟიდან 10 წელი გავიდა
20.12.2019
უკან დაბრუნება
ქუთაისში საბრძოლო დიდების მემორიალის დემონტაჟიდან 10 წელი გავიდა, შემთხვევას დედა-შვილი ემსხვერპლა. თარიღთან დაკავშირებით პარტია „თავისუფალი საქართველოს“ თანათავმჯდომარე გოგი წულაია თანაპარტიელებთან ერთად ყვავილებითა და სანთლებით ტრაგედიის ადგილას მივიდა. როგორც მან აღნიშნა, 10 წლის წინ დედა და მცირეწლოვანი ბავშვი სისტემამ იმსხვერპლა. წულაიას თქმით, დღესაც იმავე პრობლემის წინაშე ვართ და სისტემის შეცვლა ხელისუფლებას არ უნდა მოვთხოვოთ, ეს საზოგადოების წევრებმა უნდა გავაკეთოთ. საბრძოლო დიდების მემორიალის დემონტაჟი 2009 წლის დეკემბერში მოხდა, მის ნაცვლად კი ტერიტორიაზე საქართველოს პარლამენტის შენობა აიგო.