შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



ტურიზმის საინფორმაციო ცენტრში პირველი არხის ოპერატორის, სოფო ბობოხიძის სახელობის საქველმოქმედო საღამო გაიმართა
20.12.2019
უკან დაბრუნება
ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ინიციატივითა და „ქუთაისის“ უნივერსიტეტის მხარდაჭერით ტურიზმის საინფორმაციო ცენტრში პირველი არხის ოპერატორის, სოფო ბობოხიძის სახელობის საქველმოქმედო საღამო გაიმართა. აქციაში ნატოსა და ევროკავშირის საინფორმაციო ცენტრის - იმერეთის ბიუროც ჩაერთო. ე გამოფენილი იყო მოყვარული ფოტოგრაფების, ქუთაისის თემატიკაზე შექმნილი ნამუშევრები. საქველმოქმედო ღონიძიებას ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ირაკლი შენგელია, თავმჯდომარის მოადგილე რამაზ ჩხიკვაძე, საკრებულოს წევრები, ადგილობრივი მედიის წარმომადგენლები და სოფო ბობოხიძის ოჯახის წევრები დაესწრნენ. შემოსული თანხა განსაკუთრებულლი საჭიროების მქონე პირს გადაეცემა.პირველი არხის ოპერატორი სოფო ბობოხიძე 2016 წელს, 27 წლის ასაკში გარდაიცვალა