შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



„იბერიას“, გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოებისა და განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის წარმომადგენლები ესტუმრნენ
17.12.2019
უკან დაბრუნება
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს საზოგადოებრივ/პროფესიულ კოლეჯ „იბერიას“, გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოებისა და განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის წარმომადგენლები ესტუმრნენ. ისინი ტურიზმის სფეროში ჩართულ პირებს შეხვდნენ. კოლეჯის ინიციატივითა და ორგანიზებით გამართულ შეხვედრაში იმ სასტუმროების წარმომადგენლებმა მიიღეს მონაწილეობა, რომლებიც იმერეთის რეგიონში ოპერირებენ. ღონისძიების მიზანია ტურიზმის მიმართულებით გერმანული მოდელის დანერგვაა. გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება პროფესიული განათლების რეფორმის ერთ-ერთი მხარდამჭერია და ხელს უწყობს საქართველოს პროფესიული განათლების რეფორმის სტრატეგიის განხორციელებას..