შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



"ნუ გადაყრი, გააჩუქე“ - ამ სლოგანით ქუთაისში ღონისძიება გაიმართა
16.12.2019
უკან დაბრუნება
"ნუ გადაყრი, გააჩუქე“ - ამ სლოგანით ქუთაისში ღონისძიება გაიმართა. საინიციატივო ჯგუფის ძირითადი მიზანი ნარჩენების შემცირება და მათი მეორადი გამოყენებაა. აქციის მონაწილეებს შეუძლიათ როგორც ტანსაცმლის, ისე საკვები პროდუქტების, საყოფაცხოვრებო ტექნიკის, სათამაშოებისა და სხვა ნივთების გაჩუქება და მიღება. აღსანიშნავია, რომ მეორადი ნივთების გაჩუქება გარემოს ნარჩენებისაგან დაცვას უზრუნველყოფს. როგორც ორგანიზატორები მიუთითებენ, ადამიანებს მეტი მიმღებლობა და ასევე გაცემის სურვილი უნდა ამოძრავებდეთ