შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



ქუთაისის საკრებულოსა და კლინიკა „ბომონდის“ თანაორგანიზებით ბარბარობის დღესასწაულთან დაკავშირებით ათ ოჯახს ნობათი გადაეცა
16.12.2019
უკან დაბრუნება
ქუთაისის საკრებულოსა და კლინიკა „ბომონდის“ თანაორგანიზებით ბარბარობის დღესასწაულთან დაკავშირებით ათ ოჯახს ნობათი გადაეცა. საკვებით დახმარება იმ მოხუცებსა და მრავალშვილიან ოჯახებს გაეწიათ, რომლებიც სოციალურად დაუცველთა ბაზაში არიან შეყვანილი. სადღესასწაულო საჩუქრების მიზანია შეჭირვებული ოჯახების საკვებით უზრუნველყოფა. აღსანიშნავია, რომ კერძო სექტორსა და თვითმმართველობას შორის მსგავსი თანამშრომლობა მნიშვნელოვანია.