შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



გაშიშვლებული თემიდა- უზენაეს სასამართლოში მოსამართლეების უვადოდ დანიშვნას აქცია-პერფომანსით პარტია "თავისუფალი საქართველო" გამოეხმაურა
16.12.2019
უკან დაბრუნება
გაშიშვლებული თემიდა- უზენაეს სასამართლოში მოსამართლეების უვადოდ დანიშვნას აქცია-პერფომანსით პარტია "თავისუფალი საქართველო" გამოეხმაურა. პარტიის თანათავმჯდომარე გოგი წულაიამ და პარტიის წევრებმა თეატრალიზებული სანახაობა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოსთან გამართეს. თემიდას "გაშიშვლებაში" მონაწილეობა სიმბოლურად მმართველი პარტიის ლიდერებს ივანიშვილს, თალაკვაძეს, კობახიძესა და ოხანაშვილს მიაღებინეს. გოგი წულაიას განცხადებით, აღნიშნული პერფომანსით მან საზოგადოებას აჩვენა თუ როგორ აკნინებს ხელისუფლება სასამართლოს .