შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



„ქართული ჩაის“ მონაწილე 8 სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივს თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი ჩაის მანქანა-დანადგარები გადაეცა
16.12.2019
უკან დაბრუნება
სამტრედიაში, პროგრამა „ქართული ჩაის“ მონაწილე 8 სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივს თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი ჩაის მანქანა-დანადგარები გადაეცა. კოოპერატივებმა 140 ჰა ჩაის პლანტაციების გასაშენებლად სახელმწიფოსგან თანადაფინანსების სახით 287,000 ლარი მიიღეს. ტექნიკის შესაძენად 314,000 ლარი დაიხარჯა, რომელიც კოოპერატივებს საჩუქრად გადაეცათ. საქართველოს მასშტაბით პროგრამაში „ქართული ჩაი“ 49 ბენეფიციარი არის ჩართული. პროგრამა 2016 წლიდან ხორციელდება და მისი მიზანი საქართველოში არსებული ჩაის პლანტაციების პოტენციალის ეფექტურად გამოყენებაა და ადგილობრივი ჩაის (მათ შორის ბიოჩაის) წარმოების ზრდის ხელშეწყობა.