შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



ქუთაისის მელიტონ ბალანჩივაძის სახელობის ქუთაისის ოპერისა და ბალეტის პროფესიულმა სახელმწიფო თეატრმა, სულხან ცინცაძის სახელობის საქართველოს სიმებიან კვარტეტს უმასპინძლა
15.12.2019
უკან დაბრუნება
ქუთაისის მელიტონ ბალანჩივაძის სახელობის ქუთაისის ოპერისა და ბალეტის პროფესიულმა სახელმწიფო თეატრმა, სულხან ცინცაძის სახელობის საქართველოს სიმებიან კვარტეტს უმასპინძლა. კონცერტი ა(ა)იპ „ ქუთაისის კულტურულ, სახელოვნებო, საგანმანათლებლო დაწესებულებათა გაერთიანების“ საახალწლო ღონისძიებების ფარგლებში ჩატარდა. კლასიკური მუსიკის კონცერტში, მოწვეულ სტუმრებთან ერთად მონაწილეობა მიიღეს მელიტონ ბალანჩივაძის სახელობის ცენტრალურ სამუსიკო სასწავლებელთან არსებულმა კამერულმა გუნდმა და სასწავლებლის საორკესტრო განყოფილების მოსწავლეებმა. კონცერტი ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით გაიმართა.