შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



ქუთაისის აკაკი წერეთლის საუნივერსიტეტო ბიბლიოთეკაში კონფერენცია „ადგილობრივი თვითმმართველობა სოციალური ინკლუზივისთვის“ გაიმართა
13.12.2019
უკან დაბრუნება
ქუთაისის აკაკი წერეთლის საუნივერსიტეტო ბიბლიოთეკაში კონფერენცია „ადგილობრივი თვითმმართველობა სოციალური ინკლუზივისთვის“ გაიმართა. კონფერენცია ქუთაისის მერიის ინიციატივით პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად ჩატარდა - ,,ხიდი სოციალური ინკლუზიისთვის", რეაბილიტაციის ცენტრი ,,ნაიო", და ფსიქოლოგიური მომსახურეობის ცენტრი ,,ღია სახლი". კონფერენცია დისკუსიის ფორმატით წარიმართა და მიზნად ისახავდა ისეთ საკითხებზე მსჯელობას, როგორიცაა ადგილობრივი თვითმმართველობის მიღწევები და გამოწვევები სოციალური ინკლუზიის მიმართულებით . პირველი სესია ქუთაისის სკოლამდელ დაწესებულებებში არსებულ გამოწვევებს დაეთმო, ხოლო მეორე სესია- სპეციალური და დამატებითი საჭიროებების მქონე ბავშვებისთვის არსებული სერვისების სწორად მართვას. შეხვედრის ბოლოს ხელი მოეწერა “ადგილობრივი თვითმმართველობა სოციალური ინკლუზიისთვის“ ეთიკურ სტანდარტებზე შეთანხმებას ადგილობრივ დონეზე.