შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



ზესტაფონში, ცენტრალური მოედნის რეკონსტრუქციის ფარგლებში, აღმაშენებლის მოედანზე ახალი სივრცე მოეწყო
30.11.2019
უკან დაბრუნება
ზესტაფონში, ცენტრალური მოედნის რეკონსტრუქციის ფარგლებში, აღმაშენებლის მოედანზე ახალი სივრცე მოეწყო. განახლებული ტერიტორია თანამედროვე ტიპის ინვენტარით აღიჭურვა და შადრევანი დამონტაჟდა. რეაბილიტირებული ლოკაცია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვისაა ადაპტირებული. პროექტი რეგიონული განვითარების ფონდიდან 557 177 ლარით ფინანსდება. განახლებული ცენტრალური მოედანი, როგორც ადგილობრივებს, ასევე ტურისტებს კომფორტული დასვენების საშუალებას მისცემს. მონიტორინგის ფარგლებში, მხარისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა პირველადი ჯანდაცვის დაწესებულების მშენებლობა,ასევე ქალაქ ზესტაფონის 14 ქუჩისა და მუნიციპალიტეტის 5 სოფლის გზის რეაბილიტაციის მიმდინარეობა მოინახულეს. აღნიშნული სამუშაოები დეკემბრის ბოლომდე დასრულდება.