შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



ცაგერის რაიონ სოფელ ლაჯანაში, ორმა პოლიციელმა ერთმანეთს ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლა, რის შედეგადაც ორივე დაიღუპა
28.11.2019
უკან დაბრუნება
ცაგერის რაიონ სოფელ ლაჯანაში, ორმა პოლიციელმა ერთმანეთს ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლა, რის შედეგადაც ორივე დაიღუპა. დაჭრილია ერთი პირი, რომელიც ამ დრომდე ქუთაისის რეფერალურ საავადმყოფოში აგრძელებს მკურნალობას. დაშავებულს ჭრილობა მარცხენა ბარძაყში აქვს მიყენებული. რეფერალური ჰოსპიტალის ექიმის, თემურ აფხაძის თქმით, დაშავებულის მდგომარეობა სტაბილურია. საქმეს დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურის საგამოძიებო ნაწილი იძიებს. მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 108-ე მუხლით დაიწყო , რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.