შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



ქუთაისის წყალმომარაგების სისტემის მშენებლობის მეორე ფაზა დასრულების ეტაპზეა
28.11.2019
უკან დაბრუნება
ქუთაისის წყალმომარაგების სისტემის მშენებლობის მეორე ფაზა დასრულების ეტაპზეა. ახალი ობიექტი ექსპლუატაციაში წლის ბოლოს შევა და ქალაქი უწყვეტ წყალმომარაგებაზე ეტაპობრივად გადავა. პირველ ეტაპზე დამატებით 45 000 ადამიანი 24-საათიანი წყალმომარაგებით დეკემბერში იქნება უზრუნველყოფილი, იმერეთის გუბერნატორის, ზვიად შალამბერიძის თქმით, თებერვლიდან უწყვეტი წყალმომამარგებით უკლებლივ ყველა აბონენტი ისარგებლებს. კომპანია წყლის რაციონალური მოხმარების მიზნით, მრავალსართულიან კორპუსებში მცხოვრები 15 000 აბონენტის გამრიცხველიანებასაც უზრუნველყოფს. სამუშაოებს, აზიის განვითარების ბანკის დაფინანსებით, 92 მილიონი ლარი მოხმარდა.