შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



თბილისში პარლამენტის შენობასთნ მიმდინარე აქციის დაშლის დროს ქუთაისელი ზაზა ლიპარტელიანი დაშავდა
26.11.2019
უკან დაბრუნება
თბილისში პარლამენტის შენობასთნ მიმდინარე აქციის დაშლის დროს ქუთაისელი ზაზა ლიპარტელიანი დაშავდა. მას წყლის ჭავლის შედეგად თვალი და სახის ძვლები დაუზიანდა . ზაზა ლიპარტელიანი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟმა საავადმყოფოში გადაიყვანა. მას ოპერაციის ჩატარება ესაჭიროებოდა, თუმცა დაზარალებულმა კლინიკა დატოვა და ისევ აქციაზე მივიდა. ზაზა ლიპარტელიანი, რომელიც პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას დაცვის წევრი იყო, აცხადებს რომ მზადაა, სიცოცხლე სამშობლოს ზვარაკად შესწიროს. აქციის დარბევა გამთენიისას, 5 საათზე დაიწყო. აქციის მონაწილეებს შორის იყვნენ ქუთაისელი მხარდამჭერები. განვითარებული მოვლენების შესახებ ,,დღის ამბებს“ სატელეფონო ინტერვიუში ,,ნაციონალური მოძრაობის“ ქუთაისის ორგანიზაციის თავმჯდომარე ბესიკ ბრეგაძე ესაუბრა.