შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



სამეფო კომპლექსის ,,ოქროს ჩარდახის“ მიმდებარე ტერიტორიაზე ყოფილი დირექტორის ემზარ ჯინჭარაძის ბარელიეფი განთავსდება
26.11.2019
უკან დაბრუნება
სამეფო კომპლექსის ,,ოქროს ჩარდახის“ მიმდებარე ტერიტორიაზე ყოფილი დირექტორის ემზარ ჯინჭარაძის ბარელიეფი განთავსდება, ნატურალური ზომის ბარელიეფი თითბერისგან ჩამოისხმება. სამუშაოებისათვის ქუთაისის მერიამ ტენდერი უკვე გამოაცხადა. იგეგმება ოცხელის ქუჩაზე #4 საცხოვრებელი ბინის ფასადზე ე.წ. ექიმთა ბინაზე დიდი ზომის მემორიალური დაფის განთავსებაც. სატენდერო წინადადებების მიღება ცოტა ხნის წინ დასრულდა. გამარჯვებული კომპანია შ.პ.ს “ჯორჯიან ტექნოგრუპი“ სამუშაოებს 5,700 ლარად შეასრულებს.