ქუთაისში ქალთა ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის კვირეულის ფარგლებში, ძელქვიანის მოსახლეობასთან შეხვედრა გაიმართა
26.11.2019
უკან დაბრუნება
ქუთაისში ქალთა ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის კვირეულის ფარგლებში, ძელქვიანის მოსახლეობასთან შეხვედრა გაიმართა. აქტივობა საკრებულოსთან არსებული გენდერული თანასწორობის საბჭოს წარმომადგენლების და კულტურულ-ჰუმანიტარული ფონდის „სოხუმი“- გაერთიანება ქალთა მხარდაჭერის ცენტრის ორგანიზებით მოეწყო.
შეხვედრაზე დამსწრე საზოგადოებას ინფორმაცია იმ კანონების შესახებ მიეწოდათ, რომელიც ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ არის მიმართული.
გამართულ შეხვედრას ძელქვიანის მაჟორიტარი დეპუტატი ნიკოლოზ ჩეჩელაშვილი, ასევე სოციალური მომსახურების საააგენტოს ხელმძღვანელი და საპატრულო პოლიციის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.