შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



გაზეთ "უქიმერიონის" და საზოგადოება "ქუთაისელის" დაარსებიდან 30 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ღონისძიება
25.11.2019
უკან დაბრუნება
ქუთაისის მელიტონ ბალანჩივაძის სახელობის ოპერის თეატრში გაზეთ "უქიმერიონის" და საზოგადოება "ქუთაისელის" დაარსებიდან 30 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა. მასში ადგილობრივი შემსრულებლები და ქორეოგრაფიული ანსამბლები იღებდნენ მონაწილეობას. საიუბილეო საღამოს იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძე, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები და მოწვეული სტუმრები დაესწრნენ. საღამო მწერალთა კავშირის იმერეთის ორგანიზაციის თავმჯდომარის პოეტ თემურ ლანჩავას ორგანიზებითა და ადგილობრივი თვითმართველობის მხარდაჭერით გაიმართა. ღონისძიება ქუთაის-გაენათის ეპარქიის მიტროპოლიტის, მეუფე იოანე გამრეკელის მიმართვით გაიხსნა.