შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



ქუთაისის „ტორპედო“-„ვიტ-ჯორჯია“-2:0
25.11.2019
უკან დაბრუნება
კრისტალბეთ ეროვნული ლიგის გათამაშების 35 ტურს თბილისის მიხეილ მესხის სახელობის სტადიონმა უმასპინძლა, სადაც ადგილობრივი „ვიტ-ჯორჯია“ ქუთაისის „ტორპედოს“ შეხვდა. გათამაშების ცხრილიდან გამომდინარე, მატჩი „ტორპედოელთა“ სათამაშო და ტერიტორიული უპირატესობით წარიმართა.შეხვედრა ქუთაისის გუნდის გამარჯვებით 2-0 დასრულდა. გოლები ციცქიშვილმა და კაპანაძემ გაიტანეს. ამ გამარჯვებით „ტორპედო“ სატურნირო ცხრილში მეხუთე ადგილზე გადავიდა და პლეიოფის ზონას საგრძნობლად დაშორდა. ჩემპიონატის საბოლოო ტურს ტორპედო 1 დეკემბერს,წყალტუბოში, 26 მაისის სახელობის სტადიონზე მასპინძლის სტატუსით საჩხერის ჩიხურასთან ჩაატარებს