შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



ააიპ “სპეციალური სერვისები”, სოციალურად დაუცველ ოჯახებს საშეშე მასალას გადასცემს
25.11.2019
უკან დაბრუნება
ააიპ “სპეციალური სერვისები”, სოციალურად დაუცველ ოჯახებს საშეშე მასალას გადასცემს. აქტივობის ფარგლებში შეშა დღეს თამარ მეფის ქუჩაზე მცხოვრებ ოთხ ბენეფიციარს გადაეცა .გადაცემის პროცესი და სიების შედგენა ადმინისტრაციულ ტერიტორიულ ორგანოებთან თანამშრომლობით მიმდინარეობს.ააიპ „სპეციალური სერვისების“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელის გიორგი მჟავანაძის თქმით,აქტივობა პერმანენტულ ხასიათს ატარებს და მოთხოვნისამებრ საშეშე მასალა უკლებლივ ყველა ბენეფიციარს გადაეცემა.