შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



გოგი წულაიამ მორიგი პერფორმანსით პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის კანონპროექტის ჩავარდნა გააპროტესტა
25.11.2019
უკან დაბრუნება
„პარტია თავისუფალი საქართველოს“ თანათავმჯდომარემ გოგი წულაიამ მორიგი პერფორმანსით პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის კანონპროექტის ჩავარდნა გააპროტესტა. წულაიამ „ქართული ოცნების“ ცენტრალურ შტაბს ფოსტით ვაზელინი და ერთჯერადი ხელსახოცები გაუგზავნა. აღსანიშნავია, რომ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის კანონპროექტის ჩავარდნის შემდეგ, ქვეყანაში საპროტესტო აქციები არ წყდება. ოპოზიციის წევრებმა და სამოქალაქო აქტივისტებმა ქვეყნის მასშტაბით რამდენიმე სამთავრობო უწყებაც სიმბოლურად დააბოქლომეს.