შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს კომისიებმა 2020 წლის ბიუჯეტის პროექტი განიხილეს
25.11.2019
უკან დაბრუნება
ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს კომისიებმა 2020 წლის ბიუჯეტის პროექტი განიხილეს. ამჯერად პროექტის პარამეტრებზე იურიდიულ საკითხთა და ეკონომიკის კომისიებში იმსჯელეს. ქუთაისის 2020 წლის ბიუჯეტის პრიოტირეტები ინფრასტრუქტურა და სოციალური საკითხები იქნება. მომავალი წლის ქუთაისის ბიუჯეტის 61 მლნ ლარით განისაზღვრა. თვითმართველობაში იმედოვნებენ, რომ თანხა წლის განმავლობაში რეგიონული ფონდიდან 7 მილიონი ლარით გაიზრდება. საბიუჯეტო საკითხებზე დღის ამბებთან ქუთაისის საკრებულოს ეკონომიკის კომისიის თავმჯდომარემ გიორგი ჭეიშვილმა და იურიდიულ საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ ვლასი გარდაფხაძემ ისაუბრეს.