შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



კიბული ქუჩის მესამე შესახვევში გზის საფარი ავარიულ მდგომარეობაშია
23.11.2019
უკან დაბრუნება
კიბული ქუჩის მესამე შესახვევში გზის საფარი ავარიულ მდგომარეობაშია. დახმარების თხოვნით დღის ამბების გადამღებ ჯგუფს ამავე ქუჩის მცხოვრები გულისა სირბილაძე დაუკავშირდა. მისი თქმით ტერიტორია წყლის მილების შეცვლის შემდეგ დაზიანდა და 2 წელია მოუწესრიგებელია. აღნიშნულთან დაკავშირებით ქუთაისის წყალმომარაგების კომპანიის ტექნიკური სამსახურის უფროსს მალხაზ გუნიავასა და მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის უფოსს ბექა ყურაშვილს დავუკავშირდით. ყურაშვილის ინფორმაციით კიბულის მესამე შესახვევის რეაბილიტაციისთვის ტენდერი უკვე გამოცხადებულია და პრობლემა აუცილებლად აღმოიფხვრება.