შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



ხმაური იყო დღეს წყალტუბოშიც
22.11.2019
უკან დაბრუნება
ხმაური იყო დღეს წყალტუბოშიც. ოპოზიცია მაჟორიტარი დეპუტატის ცოტნე ზურაბიანის ბიუროს პიკეტირებას შეეცადა,თუმცა შესაძლებლობა არ მიეცა. პარალელურად დეპუტატებმა ბოიკოტი გამოუცხადეს საკრებულოს და დღეს სხდომას პროტესტის ნიშნად არ დაესწრნენ. მათი თქმით, ოფისს სიმბოლურად მაინც დააბოქლომებენ.ოპოზიციონერმა დეპუტატებმა ზურაბიანი ძალისმიერ ქმედებაში დაადანაშაულეს. ბრალდებას არ ადასტურებს ცოტნე ზურაბიანი. მისი თქმით, მოქალაქეები ბიუროში საქმისთვის მივიდნენ და ოპოზიცია დესტრუქციული ქმედებით ცდილობს ბიუროს მუშაობა შეაფერხოს.