შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



გოგი წულაია ქალაქში უფუნქციოდ დარჩენილი შენობების არსებობას აპროტესტებს
22.11.2019
უკან დაბრუნება
პარტია თავისუფალი საქართველოს თანათავმჯდომარე გოგი წულაია ქალაქში უფუნქციოდ დარჩენილი შენობების არსებობას აპროტესტებს. ამჯერად წულაიამ ბრიფინგი ცისფერყანწელთა 9 ნომერში მდებარე შენობასთან გამართა. ჟურნალისტებთან მან ადგილობრივი ხელისუფლება უმოქმედობაში დაადანაშაულა და მათგან რეაგირება მოითხოვა. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით დღის ამბების გადამღები ჯგუფი ქუთაისის მერიის პრესსამსახურს დაუკავშირდა. მათი თქმით შენობა კერძო საკუთრებაა რის შედეგადაც საპასუხო კომენტარის გაკეთება მათ კომპეტენციაში არ შედის.