შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



„რეგიონების უზრუნველყოფა ინფორმაციით და ამომრჩეველთა გაძლიერება დემოკრატიისთვის“
22.11.2019
უკან დაბრუნება
ქუთაისის დემოკრატიის სკოლაში პროგრამის „რეგიონების უზრუნველყოფა ინფორმაციით და ამომრჩეველთა გაძლიერება დემოკრატიისთვის“ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა. პროექტი აღმოსავლეთ ევროპის ცენტრის მრავალპარტიული დემოკრატიისთვის, იუსაიდის დაფინანსებითა და ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის თანამშრომლობით ხორციელდება. პროგრამა ამომრჩეველთა ინფორმირებისა და საჭიროებისამებრ აქტიურ ჩართულობას ისახავს მიზნად. პროექტში მონაწილეობის მსურველებს აპლიკაციის შევსება 24 ნოემბრამდე შეუძლიათ. ტრენინგ_კურსი დეკემბრის თვიდან თებერვლის ჩათვლით გაგრძელდება.