შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



სამთავრობო პროგრამის ,,ღია შეხვედრები“ ფარგლებში მოსახლეობასთან შეხვედრები აქტიურად მიმდინარეობს
21.11.2019
უკან დაბრუნება
სამთავრობო პროგრამის ,,ღია შეხვედრები“ ფარგლებში მოსახლეობასთან შეხვედრები აქტიურად მიმდინარეობს. იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძე ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, ქუთაისში: უქიმერიონის, საფიჩხიის, ქალაქ-მუზეუმის, ძელქვიანისა და გამარჯვების ოლქის მოსახლეობას შეხვდა და მათგან პიორიტეტები მოისმინა. ადგილობრივებმა მთავარ საკითხად შიდა საუბნო გზების, სანიაღვრეებისა და საკანალიზაციო ქსელის მოწესრიგება დაასახელეს. გარდა ამისა უქიმერიონის ადმინისტრაციულ ერთეულში გამოიკვეთა, რომ ახალგაზრდებისთვის პრიორიტეტი სპორტული მოედნის მოწყობა არის. ზემოთ ხსენებულ უბნებში კეთილმოეწყო რამდენიმე მინი საფეხბურთო მოედანიც.