შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



რატომ არ დაუჭირა ქუთაისის მაჟორიტარმა დეპუტატმა მხარი პროპორციულ საარჩევნო სისტემას
21.11.2019
უკან დაბრუნება
,,მე თავიდანვე პროპორციული არჩევნების წინააღმდეგი ვიყავი, თუმცა მხარი გუნდურობის პრინციპით დავუჭირე. მიმაჩნია, რომ ამ ეტაპზე ჩვენი ქვეყანა საარჩევნო სისტემის ახალ მოდელზე გადასასვლელად მზად არაა“, - ეს განცხადება ტელეკომპანია ,,რიონთან“ ქუთაისის მაჟორიტარმა დეპუტატმა დიმიტრი მხეიძემ გააკეთა. მხეიძე ასევე პარტიებისთვის პროცენტული ზღვარის დაწევის ინიციატივას არ იზიარებს და ამბობს, რომ ეს საშუალებას მისცემს ბევრ ისეთ პარტიას მოხვდეს პარლამენტში, რომელიც ამას არ იმსახურებს.