შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



ქუთაისის მერიის ააიპმა „სპეციალურმა სერვისებმა“ დასუფთავების აქციის ფარგლებში დღეს „ჯაჭვის ხიდის“ მიმდებარე ტერიტორია გაწმინდა
20.11.2019
უკან დაბრუნება
ქუთაისის მერიის ააიპმა „სპეციალურმა სერვისებმა“ დასუფთავების აქციის ფარგლებში დღეს „ჯაჭვის ხიდის“ მიმდებარე ტერიტორია გაწმინდა. აღნიშნული ტერიტორია კერძო საკუთრებაა და მიმდინარე წელს უკვე მესამედ დასუფთავდა. ააიპ სპეციალური სერვისების საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი გიორგი მჟავანაძე მოქალაქეებს სამოქალაქო კულტურის ამაღლებისკენ მოუწოდებს, რათა ქალაქის ცენტრალურ ნაწილში არსებული სივრცე თვითნებურ ნაგავსაყრელად არ იქცეს.