შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



,,ქალთა კლუბი“ ბავშვთა მიმართ ძალადობის პრევენციის საერთაშორისო დღეს გამოეხმაურა
20.11.2019
უკან დაბრუნება
20 ნოემბერი ბავშვთა მიმართ ძალადობის პრევენციის საერთაშორისო დღეა, რომელიც 1989 წლიდან გაეროს გენერალური ასამბლეის მიერ ბავშვის უფლებათა კონვენციის მიღების შემდეგ აღინიშნება. თარიღს ასოციაცია ,,ქალები რეგიონების განვითარებისთვის“ ბაზაზე არსებული ,,ქალთა კლუბი“ გამოეხმაურა და დისკუსია ,,ძალადობა ჩვენს გვერდით“ მოაწყო. მასში მონაწილეობა ენჯეო სექტორის წარმომადგენლებმა და სტუდენტებმა მიიღეს. კლუბის თავმჯდომარემ თამარ ებრალიძემ ქალთა და არასრულწლოვანთა მიმართ ძალადობის შესახებ სტატისტიკა წარმოადგინა, შეხვედრაზე იმსჯელეს ქვეყანაში ძალადობის აღმოფხვრის კუთხით არსებულ მდგომარეობაზე.