შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



,,თქვენთვის შეტყობინებაა“ - ამ სახელწოდებით აქცია გაიმართა
20.11.2019
უკან დაბრუნება
,,თქვენთვის შეტყობინებაა“ - ამ სახელწოდებით აქცია, სამოქალაქო სექტორის ორგანიზებით ლადო მესხიშვილის თეატრის წინ გაიმართა. ისინი ამჯერად ბავშვთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ერთიანდებიან. კამპანია საქართველოს სამ რეგიონში გორში , თელავსა და ქუთაისში დღეს დაიწყო და 22 ნოემბრის ჩათვლით გაგრძელდება. კამპანიის ფარგლებში, მოეწყობა თეატრალიზებული მონოლოგები და დისკუსიები, პერფორმანსები და გამოფენები. სამდღიანი აქციის დასასრულს სამოქალაქო სექტორი და მოქალაქეები ხელს მოაწერენ პეტიციას და სახელმწიფოს მოუწოდებენ ბავშვთა უფლებების დაცვის მიზნით ქმედითი ნაბიჯები გადადგას.