შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



ქუთაისში, ჭაბუკიანის ქუჩაზე მიწისქვეშა მილია დაზიანებული
19.11.2019
უკან დაბრუნება
ქუთაისში, ჭაბუკიანის ქუჩაზე მიწისქვეშა მილია დაზიანებული. დღის ამბების გადამღებ ჯგუფს დახმარებისთვის ამავე ქუჩის მცხოვრები ელენა ბოგომოლოვი დაუკავშირდა. ბოგომოლოვის თქმით, დაზიანების შედეგად იტბორება მისი საცხოვრებელი სახლის ეზო. ის უყურადღებობაში წყალმომარაგების კომპანიას ადანაშაულებს. აღნიშნულ ბრალდებას არ ადასტურებს მალხაზ გუნავა. წყალმომარაგების კომპანიის ქუთაისის სერვისცენტრის ტექნიკური სამსახურის უფროსის თქმით, ტერიტორიაზე მისვლის შედეგად წყლის მცირედი ჟონვის გამო კერა ვერ დადგინდა და სამუშაოები ამ დრომდე მიმდინარეობს.