შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



2020 წლის ბიუჯეტის პროექტი უკვე საკრებულოშია
18.11.2019
უკან დაბრუნება
2020 წლის ბიუჯეტის პროექტი უკვე საკრებულოშია. პროექტი აღმასრულებელმა ხელისუფლებამ საკანონმდებლო ორგანოს კანონის შესაბამისად 15 ნოემბერს გადაუგზავნა. ქალაქის მთავარი ფინანსური დოკუმენტი ამ ეტაპზე 61 მილიონ ნახევარი ლარით განისაზღვრა. გასული წლის მსგავსად პრიორიტეტად ინფრასტრუქტურა და სოციალური სფერო მიიჩნევა. შარშან დამტკიცებული ბიუჯეტი თავდაპირველად 54 მილიონ ლარს შეადგენდა, თუმცა ტრანსფერის ხარჯზე ქალაქის მთავარი ფინანსური დოკუმენტი რამდენჯერმე გაიზარდა. ხელისუფლებას მოლოდინი აქვს, რომ რეგიონული განვითარების ფონდიდან მომდევნო წელს 10 მილიონი ლარი გამოიყოფა.