შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



საკრებულოს თავმჯდომარემ ნიკოლოზ ლატარიამ საკრებულოს მუშაობის შესახებ მოსახლეობას ანგარიში ჩააბარა
14.11.2019
უკან დაბრუნება
საკრებულოს თავმჯდომარემ ნიკოლოზ ლატარიამ საკრებულოს მუშაობის შესახებ მოსახლეობას ანგარიში ჩააბარა. იანვრიდან ოქტომბრის ჩათვლით საკრებულომ 13-ი სხდომა ჩაატარა, სადაც 156 საკითხი იქნა განხილული. საკრებულოს თავჯმდომარემ კი 30-ზე მეტ სოციალურ და საქველმოქმედო აქციაში მიიღო მონაწილეობა. ნიკოლოზ ლატარიამ ქუთაისის საკრებულოში 5-ი მუდმივმოქმედი კომისიისა და 5 ფრაქციის მუშაობა შეაფასა, ასევე ისაუბრა საკრებულოში შექმნილ გენდერული თანასწორობის საბჭოზე, რომელიც საკანონმდებლო ორგანოში ქალთა როლის გაძლიერებას ისახავს მიზნად. საკრებულოს თავმჯდომარის ნიკოლოზ ლატარიას ანგარიშს ქუთაისის მერი, საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები, ენჯეოსექტორი, მედია და მოსახლეობა დაესწრნენ.