შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



„ქუთაისი დემოკრატიული საქართველოს წიაღში“-ქუთაისის ცენტრალურ არქივში გამოფენა გაიხსნა
14.11.2019
უკან დაბრუნება
„ქუთაისი დემოკრატიული საქართველოს წიაღში“-ქუთაისის ცენტრალურ არქივში გამოფენა გაიხსნა,სადაც წარმოდგენილი იყო საუკუნის წინანდელ ქუთაისთან დაკავშირებული ვიზუალური და შინაარსობრივი მასალა,მათ შორის თბილისისა და ქუთაისის ცენტრალურ არქივში , პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკასა და პრესაში დაცული მასალები.უნიკალური ფოტომასალა სხვადასხვა თემატიკას მოიცავს, ბანერებზე კი გამოსახული იყო ქართველი მწერლების ფოტოები, მათ შორის: დავით კლდიაშვილი, შალვა დადიანი, ნიკო ლორთქიფანიძე, ვალერიან გაფრინდაშვილი და სხვები. დამთვალიერებლის თვალწინ ქუთაისის ყოველდღიური ცხოვრება გაცოცხლდა. გამოფენა ახალგაზრდა მკვლევართა ჯგუფმა ქუთაისის მერიისა და იუსტიციის სამინისტროს მხარდაჭერით მოამზადა. დამთვალიერებელს 1 კვირის მანძილზე ექნება საშუალება საინტერესო ფოტომასალა იხილოს.