შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და იუნისეფის მხარდაჭერით ბავშვთა უფლებების საკითხები საუნივერსიტეტო სილაბუსებში დაინერგება
12.11.2019
უკან დაბრუნება
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და იუნისეფის მხარდაჭერით ბავშვთა უფლებების საკითხები საუნივერსიტეტო სილაბუსებში დაინერგება. სამუშაო შეხვედრა საქართველოში გაეროს ბავშვთა ფონდის ხელმძღვანელმა დოქტორ ღასან ხალილმა ჩაატარა. აქტივობას პედაგოგიკის დეპარტამენტისა და ბიზნესის, სამართლისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტების პროფესორ-მასწავლებლებთან ერთად სტუდენტები დაესწრნენ. განიხილეს ბავშვთა უფლებების საკითხების საერთაშორისო პრაქტიკა და მისი ინტეგრირება საბაკალავრო და სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამებში .