შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



კრისტალბეთ ეროვნული ლიგის გათამაშების 34 ტურს წყალტუბოს 26 მაისის სტადიონმა უმასპინძლა
12.11.2019
უკან დაბრუნება
კრისტალბეთ ეროვნული ლიგის გათამაშების 34 ტურს წყალტუბოს 26 მაისის სტადიონმა უმასპინძლა, სადაც ქუთაისის ტორპედო ჩემპიონატის უშუალო კონკურენტს გორის დილას შეხვდა. პირველი ტაიმი ტორპედოელთა უპირატესობით წარიმართა და შესაბამისად მათივე გამარჯვებით 1-0 დასრულდა,გოლი თორნიკე კაპანაძის ანგარიშზეა. მეორე ნახევარში სათამაშო და ტერიტორიულ უპირატესობას სტუმრები ფლობდნენ და მატჩის მიწურულს ალეფ სანტესმა ანგარიში გაათანაბრა.საბოლოოდ შეხვედრა ფრედ 1-1 დასრულდა, მეტოქეებმა თითო ქულა ჩაიწერეს აქტივში.ტორპედო გათამაშების ცხრილში კვლავ მე-7 ადგილზეა და გადათამაშებაში მოსახვედრ გუნდებთან ახლოს იმყოფება.მომდევნო ტურში ტორპედო 24 ნოემბერს თბილისში გათამაშების აუტსაიდერს ვიტ ჯორჯიას ესტუმრება.