შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



ირლანდიურმა ავიაკომპანია ,,რაინეარმა’’ ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტში პირველი რეისი მარსელიდან ქუთაისის მიმართულებით შეასრულა
08.11.2019
უკან დაბრუნება
ირლანდიურმა ავიაკომპანია ,,რაინეარმა’’ ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტში პირველი რეისი მარსელიდან ქუთაისის მიმართულებით შეასრულა. აეროპორტში პირველ ფრენასთან დაკავშირებით ოფიციალური მიღება გაიმართა. ღონისძიებაში მონაწილეობა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს,,საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ დირექტორმა გიორგი ჩოგოვაძემ, იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა ზვიად შალამბერიძემ, ქუთაისის მერმა გიორგი ჭიღვარიამ და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებმა მიიღეს. ირლანდიურ დაბალბიუჯეტიან ავიაკომპანია Ryanair-თან ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო და “საქართველოს აეროპორტების გაერთიანება” მოლაპარაკებებს თითქმის 10 წლის განმავლობაში აწარმოებდა . თუმცა, მოლაპარაკებების საბოლოო ფაზა რამდენიმე თვის წინ დაიწყო და 21 აგვისტოს წარმატებით დასრულდა.